საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018916
  • Word
715
08/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018916
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №7 15

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის 139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ პროგრამის „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის და შპრიც-კალმისტრების ნემსების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში, გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად, უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად, საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს, დამატებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი