დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დავით აფციაურისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018924 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №710
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დავით აფციაურისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, გუმათჰესის ქუჩაზე, კორპუს №19-ში მდებარე ბინა №29, ფართით 32.07 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №01.19.23.010.002.01.029) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს - დავით აფციაურს (პირადი №22001006222) .
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები