დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 709 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018926 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №709
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „ნენსკრასა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის გასაფორმებელი შეთანხმება 2014 წლის 21 მარტს გაფორმებული საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები