დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4“-ის დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 708 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018928 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №708
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტისსაინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4“-ის დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტისსაინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4“-ის დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს, „მდგრადი ურბანული ტრანსპორტისსაინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4“-ის დაფინანსების მიზნით, 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხის (ჩვეულებრივი სასესხო რესურსები – OCR (Ordinary Capital Resources) პირობებით) გამოყოფის თაობაზეშემდეგი ფინანსური პირობებით:
OCR სესხის ფინანსური პირობები:
● სესხის ხანგრძლივობა – 24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 13 წელი);
● საპროცენტო განაკვეთის ტიპი – 6-თვიან Libor-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა (6 month Libor+ fixed Spread);
● სესხის ვალუტა – აშშ დოლარი;
● ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) – წლიური 0.15%.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები