დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი) დამატებითი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობასთან კონსულტაციების დაწყების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018991 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №70 7
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი) დამატებითი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობასთან კონსულტაციების დაწყების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი)დამატებითი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყოს კონსულტაციები იაპონიის მთავრობასთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთი) ფარგლებში , დამატებითი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები