დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 706 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018930 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №706
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 1 აპრილის სხდომის №11 ოქმის დავალების თანახმად, საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინეს ინფორმაცია „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების თაობაზე, ჯამურად - 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით.
2.დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით (დანართის შესაბამისად) და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| დასახელება | შესამცირებელი თანხა |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | -10,500.0 |
| საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | -2,000.0 |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | -2,000.0 |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | -1,100.0 |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | -1,000.0 |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | -1,000.0 |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო | -1,000.0 |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | -500.0 |
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | -500.0 |
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | -200.0 |
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | -100.0 |
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო | -100.0 |
| სულ | -20,000.0 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები