საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „Global Alliance for Health and Social Compact“-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 704
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018990
  • Word
704
06/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018990
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „Global Alliance for Health and Social Compact“-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №704

2015 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „Global Alliance for Health and Social Compact“-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის №360 განკარგულების ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „Global Alliance for Health and Social Compact“-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი