დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 693 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018987 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №693
2015 წლის 3 აპრილი
ქ.თბილისი
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
● სესხის ოდენობა: 7 მილიონი ევრო;
● სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი);
● საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, 6 თვიან Euribor+1%;
● სესხის ვალუტა: ევრო;
● ვალდებულების საკომისიო (Commitment fee): 0,5%;
● ადმინისტრირების გადასახდელი: სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახდელი, მისი დაფარვა განხორციელდება სესხის თანხიდან).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები