დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის საბანკო შეთანხმების დადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 691 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018989 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №691
2015 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის საბანკო შეთანხმების დადების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული 500 მლნ იაპონური იენის ოდენობით არასაპროექტო გრანტის შეთანხმების (ახალი თაობის ელექტრო (ჰიბრიდული) ტრანსპორტი) ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის გასაფორმებელი საბანკო შეთანხმების თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და Tokyo-Mitsubishi UFJ, Ltd ბანკს შორის გასაფორმებელ საბანკო შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები