საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018978
  • Word
687
03/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018978
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №687

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

ა) მიეცეს უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მოახდინოს შესაბამისი პროექტის ინიცირება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 9269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1 - საერთო ფართით - 2211 კვ.მ და №2 – საერთო ფართით 60 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.28.572) პრივატიზების მიზნით;

ბ) მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში დეპარტამენტი), გამონაკლისის სახით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 9269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე: №1 - 2211 კვ.მ და №2 - 60 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.28.572), აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, გასცეს შესაბამისი ტექნიკური პირობები გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტის განთავსებაზე;

გ) ეთხოვოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 9269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე: №1 2211.0 კვ.მ, №2 60.0 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.28.572) , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამონაკლისის სახით, განიხილოს გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტის განთავსებაზე შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხი, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დეტალური პროექტირებისა და საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი