დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 686 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018977 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №686
2015 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაცია – შპს „საქართველოს რკინიგზას“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს“, შპს „კავკასიატრანსსა“ და შპს „საქცემენტს“ შორის, 2008 წლის 25 მარტის Nსგდ/08-010 შეთანხმებით, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ დადგენილი ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე.
2. დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის 2 (ორი) წლით გაგრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები