საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018975
  • Word
684
03/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018975
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №684

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 თებერვლის №59 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“:

ა) ექსპორტის დაფინანსების სისტემის შექმნის მიზნით, შესაბამისი მომსახურებ(ებ)ის (მათ შორის, ექსპორტის დაფინანსების სისტემის იურიდიული დოკუმენტების შექმნის მიზნით საქართველოში მოქმედი იურიდიული კომპანიის მომსახურების) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) აგროგადამუშავების სექტორისა და სამშენებლო მასალების წარმოების საკითხებზე შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურებ(ებ)ის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სს „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება-ჩაბარება და მომსახურების მიმწოდებლისათვის შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღების მხრიდან განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებული მომსახურების შესყიდვის ღირებულებიდან სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს 20 000 ევროს გადახდა სს „საპარტნიორო ფონდის“ მიმართვის საფუძველზე, ხოლო დანარჩენი ღირებულება გადახდილ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საკუთარი სახსრებიდან.

3. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნილი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი