დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018969 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №67 8
2015 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის ( EBRD) ყოველწლიური შეხვედრისუზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქ. თბილისში 2015 წლის 13-15 მაისს გასამართი ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით:
1. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2015 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად, ღონისძიებაში მონაწილე და მათ თანმხლებ პირებს.
2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის მიზნით.
3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამდივნოსა და ყველა წევრ-სახელმწიფოს შეატყობინოს, რომ საქართველოს მხრიდან არაღიარებული სახელმწიფოების მოქალაქეთა საქართველოში, როგორც ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში, შემოშვება არ გულისხმობს ნებისმიერი ფორმით მათ აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები