სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018967
  • Word
676
01/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018967
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №676

2015 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის , დავით ისახანაშვილისათვის , პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

     1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ნივთები: 10 000 კვ.მ (1 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.094); 5000 კვ.მ (0.5 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.26.092); 218 000 კვ.მ (21.8 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.019);  350 000 კვ.მ (35 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.027); 39 740 კვ.მ (3.974 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.039) და 1 012 505 კვ.მ (101.2505 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.09.26.093) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 170000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ №01024070232).

     2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

     ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

     ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

     ბ.ა) №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თითოეული უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება;

     ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;

     გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

     გ.ა) №72.09.26.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება;

     გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;

     დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

     დ.ა) №72.09.26.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 40 (ორმოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და არანაკლებ 40 (ორმოცი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;

     დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორცილება;

     ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების №1  დანართის შესაბამისად;

     ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, №72.09.26.039, №72.09.26.093, №72.09.26.027 და №72.09.26.019 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

     3. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

     4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი