დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018965 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №675
2015 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები