დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Dohwa Engineering Co.“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 674 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018963 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №674
2015 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Dohwa Engineering Co.“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Dohwa Engineering Co.“-ს შორის გასაფორმებელი SLRPIII/CS/QCBS-01 „მესამე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტის (SLRPIII) ფარგლებში 10 გზის სექციის რეაბილიტაციისათვის საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება“ ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები