დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 669 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018951 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №669
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსმიერ განსახორციელებელიღონისძიების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204889488) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული 2 (ორი) კომპლექტი საჭიდაო ხალიჩა (12X12მ, სისქე – 5სმ), 29300 (ოცდაცხრა ათას სამასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი - 14650 (თოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი).
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები