საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018949
  • Word
668
30/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018949
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №668

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსმიერგანსახორციელებელიღონისძიების შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  36-ე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ – საბრძოლო ხელოვნების ცენტრს (ს/ნ 204564033) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:

ა) კარატეს ფორმა (ბამბის ქსოვლის) – 20 (ოცი) კომპლექტი, 500 (ხუთასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი – 25 (ოცდახუთი) ლარი);

ბ) ბაგირი (ბამბის ძაფის) – 1 (ერთი) ცალი, 133 (ას ოცდაცამეტი) ლარის ღირებულებით;

გ) კრივის ტომარა (ტყავის შემცვლელით) – 1 (ერთი) ცალი, 67,60 (სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ღირებულებით;

დ) ძიუდოს ტატამი (ზომა 10X10მ, სისქე - 4სმ) – 1 (ერთი) კომპლექტი, 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულებით.    

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.      

     

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი