„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018948
  • Word
667
30/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018948
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №667

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2602 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზოგიერთი ოფისისა და ობიექტის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად, საკუთარი სახსრებით, 2 262 150 (ორი მილიონ ორასსამოცდაორი ათას ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი             ირაკლი ღარიბაშვილი