„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.018550
165
17/04/2015
ვებგვერდი, 17/04/2015
200250000.10.003.018550
„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დად­გენილების ( www.matsne.gov.ge 24/02/2011, 200250000.10.003.016250) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დებულებით. საგადასახადო ომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, რომელთაც თანამდე­ბო­ბა­ზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო ომ­ბუდ­სმენი. საგადასახადო ომ­ბუდ­სმენის მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება საგადასახადო ომბუდსმენის გადაწყვეტილებით. 

   2. საგადასახადო ომ­ბუდ­სმენის მოადგილე/მოადგილეები და აპა­რატი მოქმედებენ საგადასახადო ომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი