,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016322
37
17/04/2015
ვებგვერდი, 21/04/2015
010250020.35.162.016322
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №37

2015 წლის 17 აპრილი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს № 31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

 


მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014,  010250020.35.162.016248) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
  1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

  1. მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება თანახმად  №1 დანართისა.“.

  1. დანართი №1-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება“.

4. დანართი №1-ის მუხლი 1-ის სათაური და   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური

1. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტურ გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“

5. დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.“

6. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:“

7. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

8. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“,   „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები.

9. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-5 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი