„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016324
39
17/04/2015
ვებგვერდი, 21/04/2015
010250020.35.162.016324
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №39

2015 წლის 17 აპრილი

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს № 26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 010250020.35.162.016243 ) შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

 1) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 „ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:“.

2) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი.

3) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „კ“ ქვეპუნქტი:

 „კ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.“.

4) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, შესყიდვების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“.

5) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის 81  პუნქტი:

„81. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.“.

6) 121 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: ქალაქ ახმეტასა და სოფელ ქვემო ჩოფჩაურს;“;

„პ) შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს:  სოფელ  ბუხრებს, სოფელ ვეძებს, სოფელ  ნადუქნარს, სოფელ  საბუეს, სოფელ  შახვეტილას, სოფელ  ჩაჩხრიალას, სოფელ ჭართალას, სოფელ  ჯაბურს, სოფელ ბუღაანს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი