„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018936
  • Word
660
30/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018936
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №660

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების დანართის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გაზსადენისა და მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით გამოყენება და „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დაცვა.

3. ამ განკარგულების დანართის მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გაზსადენის მშენებლობის მიზნით გამოყენება.

4. ამ განკარგულების დანართის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი