„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016005
3
17/04/2015
ვებგვერდი, 17/04/2015
010100000.62.074.016005
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №3

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 11/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვის ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001 და გარე აუდიტის მეთოდოლოგიის  ცოდნა;

გ) სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

დ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აკადემიური წერის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ვ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) სრულყოფილად ცოდნა.“

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კვლევითი გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით;

გ) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა.“

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, საჯარო ადმინისტრირების ან სამართლის სფეროში, მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

გ)  სასურველია გარე აუდიტის მეთოდოლოგიის ცოდნა;

დ) სასურველია პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

ე) პროფესიული უნარები: გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ზ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.“

4. მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის, საჯარო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია პროექტის მართვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2.  საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის 108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის 180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი