დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 659 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018935 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №659
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში მდებარე 240 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.13.01.334) და წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრალოში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №85.18.24.498).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში მდებარე 240 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №81.13.01.334) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაზსადენის მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრალოში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №85.18.24.498) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკომპრესორო სადგურის მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები