საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018889
  • Word
692
03/04/2015
ვებგვერდი, 16/04/2015
000000000.00.003.018889
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №692

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს ქ. კასპის წყალმომარაგებისთვის საჭირო, სოფელ სამთავისიდან მომავალი ფოლადის მაგისტრალისა და სოფელ მრგვალი ჭალიდან მომავალი აზბოცემენტის მაგისტრალის შეცვლის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ თავად ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი