სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვამ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვამ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018981
  • Word
651
26/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018981
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვამ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №651

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვამ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხანდაკში მდებარე 14714.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი: №1, №2, №3 შენობა, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 340.58 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.08.32.004) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ვამ გრუპს“ (ს/კ 400141173).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 143 788 (ას ორმოცდასამი ათას შვიდას ოთხმოცდარვა) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

 გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მე-2 წლის განმავლობაში.

 დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ტონა ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი საღებავებისა და ლაქების წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

 დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, 80 (ოთხმოცი) ტონა ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი საღებავებისა და ლაქების არანაკლებ 25%-ის წარმოება;

 დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში, არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ტონა ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი საღებავებისა და ლაქების 50%-ის წარმოება.

 3. შპს „ვამ გრუპის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი