დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის №522 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „დემეტრე 96“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018964 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №647
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის №522 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „დემეტრე 96“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმდეს „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის №522 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დემეტრე 96“ გათავისუფლდეს მასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის 2008 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები