„ქ.თბილისში, რუსთაველის გამზ. №29-ში მდებარე სახელმწიფო ქონებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №109 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს „კეპიტალ ვოსტოკის“ (უფლებამონაცვლე - შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“) შორის, 2007 წლის 28 ივნისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018960
  • Word
645
26/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018960
„ქ.თბილისში, რუსთაველის გამზ. №29-ში მდებარე სახელმწიფო ქონებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №109 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს „კეპიტალ ვოსტოკის“ (უფლებამონაცვლე - შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“) შორის, 2007 წლის 28 ივნისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №645

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „ქ.თბილისში, რუსთაველის გამზ. №29-ში მდებარე სახელმწიფო ქონებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №109 განკარგულების მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა) „ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №29-ში მდებარე სახელმწიფო ქონებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №109 განკარგულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, შპს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ (ს/კ: 204537411) უზრუნველყოს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდის, არანაკლებ 140 (ას ორმოცი) ოთახის მქონე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და მრავალფუნქციური კომპლექსის (რომელიც, შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საცხოვრებელ ფართებს, საცალო ვაჭრობის ობიექტებს, საოფისე ფართებს, მიწისქვეშა სადგომს ან სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულების სივრცეს) მშენებლობა 2016 წლის 15 სექტემბრამდე;

ბ) წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, შპს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ უზრუნველყოს არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

გ) შპს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ უზრუნველყოს „ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №29-ში მდებარე სახელმწიფო ქონებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №109 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე მდებარე შენობის (ცნობილი, როგორც მარქსის, ენგელსის და ლენინის ინსტიტუტი - "იმელის შენობა") შენარჩუნება, წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების პროექტში მოცემული პირობების შესაბამისად.

 2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს „კეპიტალ ვოსტოკს“ (უფლებამონაცვლე: შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“) შორის, 2007 წლის 28 ივნისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დაბი გრუპ ჯორჯია“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და სს „კეპიტალ ვოსტოკს“ შორის, 2007 წლის 28 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შეასრულებს, 2007 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით და წინამდებარე განკარგულების შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი