დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №98
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №50 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №23, მუხლი 315) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვას (შემდგომში – ნებართვა) გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უზრუნველყოს საწყობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სათავსოს შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ან/და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვით. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ან/და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;“.
მუხლი 2
ამ დადგენილების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 35-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები