დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 639 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018929 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №639
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 20 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ ქარის ელექტროტურბინების შეძენის, ტრანსპორტირების, დამონტაჟებისა და შემდგომი ოპერირების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები