ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018908
  • Word
631
26/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018908
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №631

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული: „შეღავათიანი აგროკრედიტები“ (პროგრამული კოდი: 37 01 07), „აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 10), „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ (პროგრამული კოდი: 37 01 11) ქვეპროგრამებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების საკომუნიკაციო კამპანიასთან (სარეკლამო ვიდეოკლიპის დამზადება-განთავსება, როგორც ცენტრალურ, ასევე, რეგიონალურ სატელევიზიო არხებზე) დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი