აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების თაობაზე

აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018905
629
26/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018905
აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №629

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ დაფინანსების მიზნით, 75 მილიონი აშშ დოლარი სესხის (დაახლოებით, 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხი - ADF (Asian Development Fund) პირობებით და 43 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხი - OCR (Ordinary Capital Resources) პირობებით) გამოყოფის თაობაზე, შემდეგი ფინანსური პირობებით:

ADF სესხის ფინანსური პირობები:

● სესხის თანხა: დაახლოებით, 32 მლნ აშშ დოლარი;

● სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი;

● მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი: 5 წელი;

● სესხის ვალუტა: სპეციალური სასესხო უფლება (SDR);

● საპროცენტო განაკვეთი: 2%.

OCR სესხის ფინანსური პირობები:

● სესხის ხანგრძლივობა: 24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 13 წელი);

● საპროცენტო განაკვეთის ტიპი: 6 თვიან Libor-ზე დაფუძნებული ფიქსირებული განაკვეთი (Libor+fixed Spread);

● სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;

● ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee): წლიური 0.15%.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                                                               ი. ღარიბაშვილი