დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი"- 2014 წლის ფინანსური ანგარიშგება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლაზიკა კაპიტალი" |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
ფინანსური ანგარიშგება
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად
საანგარიშო წლისათვის, რომელიც დასრულდა
2014 წლის 31 დეკემბერს
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
ჩვენ ჩავატარეთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალის (შემდეგში, კომპანია) თანდართული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც შედგება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებისგან, ასევე აღნიშნული თარიღით დამთავრებული წლის სრული შემოსავლის ანგარიშგებისაგან, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებისაგან.
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე
ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ამ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და სამართლიან წარდგენაზე, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე შიდა კონტროლზე, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას.
აუდიტორის პასუხისმგებლობა
ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის, გამოვთქვათ მოსაზრება ფინანსურ ანგარიშგებაზე ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტის საშუალებით. აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სტანდარტები მოითხოვს აუდიტის იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებას, რომ მივიღოთ დასაბუთებული გარანტია იმისა, შეიცავს თუ არა აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება არსებით უზუსტობებს.
აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების საფუძველზე მტკიცებულებების მოპოვებას ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული თანხებისა და ინფორმაციის დადასტურების მიზნით. შერჩეული პროცედურები ეფუძნება აუდიტორის მსჯელობას, რომელიც მოიცავს ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობის ან შეცდომის შედეგად გამოწვეული უზუსტობების რისკის შეფასებას. აღნიშნული რისკების შეფასებისას აუდიტორი განიხილავს კომპანიის შიდა კონტროლის სისტემას, რომელიც შესაბამისია ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და სამართლიან წარდგენასთან. ამის საფუძველზე აუდიტორი გეგმავს შესაბამის აუდიტორულ პროცედურებს, მაგრამ არ გამოხატავს თავის მოსაზრებას კომპანიის შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შესახებ. აუდიტი აგრეთვე გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და მნიშვნელოვანი ბუღალტრული შეფასებების სისწორის შეფასებას, აგრეთვე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების მთლიანად შეფასებას.
გვჯერა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები დასაბუთებულ საფუძველს გვაძლევს დასკვნის გასაცემად.
დასკვნა
ჩვენი აზრით, ფინანსური ანგარიშგება უტყუარად და სამართლიანად ასახავს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალის ფინანსურ მდგომარეობას 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას იმ საანგარიშგებო წლისათვის, რომელიც დასრულდა მოცემული თარიღით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
განსაკუთრებულ გარემოებათა აბზაცი
ჩვენი მოსაზრების მოდიფიცირების გარეშე ყურადღებას ვამახვილებთ ფინანსური ანგარიშგების მე-18 შენიშვნაზე. კომპანიას გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავა. საკითხის საბოლოო შედეგის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია და ფინანსურ ანგარიშგებაში არ მომხდარა ანარიცხის შექმნა მოსალოდნელ ვალდებულებაზე. კომპანია თვლის, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სათანადო ინტერპრეტაცია საკმარისია წარდგენილი მოგების დეკლარაციების მართებულობის დასადასტურებლად და შენარჩუნებული იქნება კომპანიის საგადასახადო მდგომარეობა.
5 მარტი, 2015
თბილისი, საქართველო
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
(ათას ლარში)
|
| 31 დეკემბერი 201 4 | 31 დეკემბერი 2013 |
| აქტივები |
|
|
| ფული და ფულის ეკვივალენტები | 3,568 | 3,032 |
| კლიენტებზე გაცემული სესხები | 17,586 | 19,922 |
| ბანკებისგან მისაღები თანხები | 10,382 | 6,655 |
| სხვა აქტივები | 91 | 90 |
| მიმდინარე მოგების გადასახადი | - | 250 |
| ძირითადი საშუალებები | 3,038 | 3,026 |
| არამატერიალური აქტივები | 106 | 113 |
| მთლიანი აქტივები | 34,771 | 33,088 |
|
|
|
|
| ვალდებულებები |
|
|
| მიღებული სესხები | 23,300 | 22,961 |
| ანარიცხები და სხვა ვალდებულებები | 183 | 159 |
| გადავადებული საგადასახადო ვალდებულება | 187 | 163 |
| მთლიანი ვალდებულებები | 23,670 | 23,283 |
|
|
|
|
| კაპიტალი |
|
|
| საწესდებო კაპიტალი | 3,750 | 3,750 |
| სახაზინო აქციები | (445) | (83) |
| საემისიო კაპიტალი | 2,537 | 2,537 |
| გაუნაწილებელი მოგება | 5,259 | 3,601 |
| მთლიანი კაპიტალი | 11,101 | 9,805 |
|
|
|
|
| ვალდებულებები და კაპიტალი | 34,771 | 33,088 |
ხელმოწერილია მენეჯმენტის სახელით შემდეგი პირების მიერ 2015 წლის 5 მარტს:
| დირექტორი |
| ბესიკ შენგელია |
|
|
|
|
| მთავარი ბუღალტერი |
| მაია ფიფია |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
სრული შემოსავლის ანგარიშგება
2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის
(ათას ლარში)
|
| 2014 | 2013 |
| საპროცენტო შემოსავალი | 7,518 | 6,960 |
| საპროცენტო ხარჯი | (1,674) | (1,956) |
| წმინდა საპროცენტო შემოსავალი გაუფასურებამდე | 5,844 | 5,004 |
| კლიენტებზე გაცემული სესხების გაუფასურების ხარჯი | (119) | (88) |
| წმინდა საპროცენტო შემოსავალი | 5,725 | 4,916 |
|
|
|
|
| საკომისიო შემოსავალი | 258 | 277 |
| საკომისიო ხარჯი | (43) | (18) |
| წმინდა საკომისიო შემოსავალი | 215 | 259 |
|
|
|
|
| ხელფასები და თანამშრომელთა ანაზღაურება | (2,597) | (2,467) |
| ადმინისტრაციული და სხვა საერთო ხარჯები | (1,298) | (1,540) |
| სხვა შემოსავალი | 123 | 153 |
| წმინდა შემოსავალი საკურსო სხვაობიდან | (11) | 13 |
| მოგება დაბეგვრამდე | 2,157 | 1,334 |
| მოგების გადასახადის ხარჯი | (290) | (75) |
| წლის მოგება | 1,867 | 1,259 |
| სხვა სრული შემოსავალი | - | - |
| წლის სრული შემოსავალი | 1,867 | 1,259 |
|
|
|
|
| შემოსავალი ერთ აქციაზე ლარში (საბაზისო და განზავებული) | 10.767 | 6.723 |
ხელმოწერილია მენეჯმენტის სახელით შემდეგი პირების მიერ 2015 წლის 5 მარტს:
| დირექტორი |
| ბესიკ შენგელია |
|
|
|
|
| მთავარი ბუღალტერი |
| მაია ფიფია |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
ანგარიშგება კაპიტალში ცვლილებების შესახებ
2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის
(ათას ლარში)
|
| საწესდებო კაპიტალი | სახაზინო აქციები | საემისიო კაპიტალი | გაუნაწილებელი მოგება | სულ |
| ბალანსი 2012 წლის 31 დეკემბერს | 250 | (62) | 2,532 | 6,389 | 9,109 |
| გამოცხადებული დივიდენდები | - | - | - | (485) | (485) |
| საწედებო კაპიტალის ზრდა | 3,500 | - | - | (3,500) | - |
| სახაზინო აქციების გაუქმება | - | 62 | - | (62) | - |
| სახაზინო აქციების შეძენა | - | (83) | 5 | - | (78) |
| წლის სრული შემოსავალი | - | - | - | 1,259 | 1,259 |
| ბალანსი 2013 წლის 31 დეკემბერს | 3,750 | (83) | 2,537 | 3,601 | 9,805 |
| გამოცხადებული დივიდენდები | - | - | - | (209) | (209) |
| სახაზინო აქციების გაუქმება | - | (362) | - | - | (362) |
| წლის სრული შემოსავალი | - | - | - | 1,867 | 1,867 |
| ბალანსი 2014 წლის 31 დეკემბერს | 3,750 | (445) | 2,537 | 5,259 | 11,101 |
ხელმოწერილია მენეჯმენტის სახელით შემდეგი პირების მიერ 2015 წლის 5 მარტს:
| დირექტორი |
| ბესიკ შენგელია |
|
|
|
|
| მთავარი ბუღალტერი |
| მაია ფიფია |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
ანგარიშგება ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ
2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის
(ათას ლარში)
|
| 2014 | 2013 |
| ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან: |
|
|
| მიღებული პროცენტი | 7,703 | 7,369 |
| გადახდილი პროცენტი | (1,713) | (2,013) |
| მიღებული საკომისიო | 258 | 277 |
| გადახდილი საკომისიო | (43) | (18) |
| გადახდილი ხელფასები და თანამშრომელთა ანაზღაურება | (2,621) | (2,459) |
| გადახდილი ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯები | (922) | (1,065) |
| მიღებული სხვა საოპერაციო შემოსავალი | 134 | 148 |
| გადახდილი გადასახადები მოგების გადასახადის გარდა | (35) | (32) |
| ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან საოპერაციო აქტივებსა და ვალდებულებებში ცვლილებამდე | 2,761 | 2,207 |
| ცვლილებები საოპერაციო აქტივბსა და ვალდებულებებში |
|
|
| წმინდა კლება / (ზრდა) კლიენტებზე გაცემულ სესხებში | 2,586 | (2,477) |
| წმინდა (ზრდა) / კლება ბანკებისგან მისაღებ თანხებში | (3,868) | 941 |
| წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან | 1,479 | 671 |
|
|
|
|
| ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან |
|
|
| ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების შეძენა | (422) | (806) |
| წმინდა ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან | (422) | (806) |
|
|
|
|
| ფულადი ნაკადები ფინანსური საქმიანობიდან |
|
|
| სესხების მიღება | (16,600) | (14,204) |
| სესხების გადახდა | 15,975 | 14,558 |
| სახაზინო აქციების შეძენა | (362) | (78) |
| დივიდენდების გადახდა | (189) | (485) |
| წმინდა ფულადი ნაკადები ფინანსური საქმიანობიდან | (1,176) | (209) |
|
|
|
|
| გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა | 655 | 398 |
|
|
|
|
| ფულსა და ფულის ეკვივალენტების წმინდა ზრდა / (კლება) | 536 | 54 |
| ფული და ფულის ეკვივალენტები წლის დასაწყისში | 3,032 | 2,978 |
| ფული და ფულის ეკვივალენტები წლის ბოლოს | 3,568 | 3,032 |
ხელმოწერილია მენეჯმენტის სახელით შემდეგი პირების მიერ 2015 წლის 5 მარტს:
| დირექტორი |
| ბესიკ შენგელია |
| მთავარი ბუღალტერი |
| მაია ფიფია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები