„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05/54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016179
05/54
05/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
040030000.22.054.016179
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/54

2015 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსი ცხადდება კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“

ბ) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონკურსი ცხადდება სრულმეტრაჟიანი ან/და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების მიზნით.“

გ) დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს.“

დ) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საექსპერტო კომისიის წევრებს ეკრძალებათ იმ  კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომლის საექსპერტო კომისიის წევრებიც თავად არიან.“

ე) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კინოცენტრსა და დასაფინანსებელი პროექტის ავტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება პროდიუსერისთვის/ავტორისთვის  თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე