„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 05/53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016178
05/53
15/04/2015
ვებგვერდი, 16/04/2015
040030000.22.054.016178
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/53

2015 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/469 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამხატვრო საბჭო

1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

3. სამხატვრო საბჭოს წევრთა შემადგენლობა, კომპლექტდება სამხატვრო ხელმძღვანელის, დირექტორის, მთავარი დირიჟორის/დირიჟორების, მთავარი რეჟისორის/რეჟისორების, მთავარი მხატვრის, მთავარი ქორმაისტერის, მთავარი ბალეტმაისტერის, მთავარი ქორეოგრაფის (თანამდებობის/პოზიციის არსებობის შემთხვევაში) და თეატრის თითოეული შემოქმედებითი ჯგუფის (სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ბალეტი) არაუმეტეს 2 წარმომადგენლისაგან, კონცერტმაისტერების 1 წარმომადგენლისაგან.

4. შემოქმედებითი ჯგუფის შიდა კრება შეიძლება მოწვეულ იქნას სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და დირექტორის მიერ ან ჯგუფის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის  ინიციატივით.

5. თეატრის თითოეული შემოქმედებითი ჯგუფის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ჯგუფის შიდა კრების მიერ ფარული კენჭისყრით, კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, რომლის დასრულებისთანავე ხმების დათვლა ხორციელდება ღიად.

6. შემოქმედებითი ჯგუფების შიდა კრების მოწვევის შესახებ ჯგუფის წევრებს უნდა ეცნობოს მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

7. შემოქმედებითი ჯგუფების ინიციატივისა და მოთხოვნის საფუძველზე საორგანიზაციო საკითხების შესრულებას უზრუნველყოფს თეატრის ადმინისტრაცია.

8. შემოქმედებითი ჯგუფის შიდა კრება უფლებამოსილია თუ  მას ესწრება ჯგუფის  შემადგენლობის 2/3.

9. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის შიდა კრებაზე არ გამოცხადდა წევრთა საჭირო რაოდენობა, კრება გადაიდება გონივრული ვადით და გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად.

10. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფების მიერ სამხატვრო საბჭოს წევრების წარმოუდგენლობა არ გამოიწვევს სამხატვრო საბჭოს შექმნის, მოწვევისა და საქმიანობის ხელშეშლას.

11.  შემოქმედებითი ჯგუფის შიდა  კრების გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.

12. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა; საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ნახევრის ინიციატივით.

13. სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით.

14. კანდიდატი ვალდებულია სამხატვრო საბჭოს წარუდგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.

15. სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა შეირჩევა ფარული კენჭისყრით, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის მიერ.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე