დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 16/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050020.54.066.016080 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 310050020.54.066.016057) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის: ა) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დამსაქმებელი საწარმოს ლიკვიდაციის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების, პირის სამუშაოდან გათავისუფლების ან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემ ორგანოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ჩააბაროს საშვი მის გამცემს საშვის გაუქმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სააგენტოს თანამშრომელი, თანამდებობის შეცვლის/სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საშვი სააგენტოს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საშვების უწყებრივ რეესტრში (შემდგომ - რეესტრი)“.
ბ) 30-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟის ჩამტარებლის სახელი, გვარი, ინსტრუქტაჟის ჩატარების თარიღი“.
2. დანართი №1-ის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დანართი №1-ის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული პიროვნების მუდმივი საშვები ძალაშია საშვების ვადის ამოწურვამდე. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები