დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016314 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016305, 23/02/2015) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,წ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,წ1) შესამოწმებელ ადგილებზე (მათ შორის შემთხვევის ადგილზე, მონახულებისა და პატრულირების ობიექტებზე) არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება;“. 2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,მ) კინოლოგიური სამსახური.“. 3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,კ) დღეღამური ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და ქვემდებარეობით მიწოდება/გადაგზავნა; სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების რეჟიმის კონტროლი.“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,11. კინოლოგიური სამსახურის ფუნქციებია - შესამოწმებელ ადგილებზე (მათ შორის შემთხვევის ადგილზე, მონახულებისა და პატრულირების ობიექტებზე) არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები