„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016743
104
15/04/2015
ვებგვერდი, 16/04/2015
200090000.22.033.016743
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №104

2015 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს:
1. 411 და 412 მუხლები შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 411. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომში − თიზ-ის საწარმო) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თიზ-ის საწარმო ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება №II-091 დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

 

მუხლი 412. თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების შევსება

1. თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების (შემდგომში – გაანგარიშება) პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია თიზ-ის საწარმოს რეკვიზიტებისა (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. გაანგარიშების II ნაწილი ივსება თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში.

3. გაანგარიშების II ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);

ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);

გ) მე-3 სვეტში აისახება საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდება ხდება უსასყიდლოდ,  სვეტში აისახება ამ საქონლის საბაზრო ფასი;

დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;

ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) 4 პროცენტს;

ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი.

4. გაანგარიშების III ნაწილი ივსება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მიერ თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდების შემთხვევაში.

5. გაანგარიშების III ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);

ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);

გ) მე-3 სვეტში აისახება მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი;

დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც  საგადასახადო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;

ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) 4 პროცენტს;

ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი.“.

2. „დანართი №II-091“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური