დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს " ლაზიკა კაპიტალი"-ს განცხადება აქციონერთა მიერ დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლაზიკა კაპიტალი" |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ლაზიკა კაპიტალის“ აქციონერთა მიერ დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, 2015 წლის 8 აპრილს, 14 საათზე, ჩატარდა სს „ლაზიკა კაპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება მისამართზე: ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას №59.
დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
"დივიდენდის სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენა".
სს "ლაზიკა კაპიტალის" აქციონერთა კრების მიერ მოღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად დადგენილ იქნა 2015 წლის 24 აპრილი.
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად დადგენილ იქნა 2015 წლის 11 მაისი.
სს „ლაზიკა კაპიტალის“
გენერალური დირექტორი ბ. შენგელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები