„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.018540
155
08/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
290160000.10.003.018540
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009  წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში  (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით  დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში  მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით, სადაზღვევო ვაუჩერის“ პირობების:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ამ კომპანიის მიერ ვაუჩერის პირობებით ან/და კონკურსის პირობების შესაბამისად აღებული ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ვაუჩერის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობაში  და როდესაც არსებობს ასეთი დარღვევების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი დასკვნა კომპეტენციების შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლის 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  დადგენილებით  დამტკიცებული №3 დანართის („სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  კომისიის თავმჯდომარე;

 ზაზა სოფრომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

 ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

 თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი;

 ეკატერინე სისაური - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე,  კომისიის წევრი;

 გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 ილია ბეგიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

 ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 ლევან რაზმაძე - სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

 იოსებ გოგოლაშვილი - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

 რევაზ მაჭარაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 27 აპრილიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი