დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016082 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016062) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 23 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი
|
მუხლი 1.
პროგრამის სფერო და მიზანი |
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა და მისი გაცემის წესს.
2. პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება. |
მუხლი 2.
სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები |
პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება; ე) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება; ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; თ) უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა; ი) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია; კ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; ლ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება; მ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება. |
მუხლი 3.
სამიზნე ჯგუფი |
სოციალურად დაუცველი, ახალშობილთა, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები, ელექტროენერგიით მოსარგებლე ოჯახები (აბონენტები). |
მუხლი 4.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება |
|
მუხლი 5.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება |
|
მუხლი 6.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
|
მუხლი 7.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება |
|
მუხლი 8.
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება |
|
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება |
|
მუხლი 10.
მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება |
|
მუხლი 11.
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა |
|
მუხლი 12.
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია |
|
მუხლი 13.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება. |
|
მუხლი 14.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება |
|
მუხლი 15.
ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება |
ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით: ა) თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს; ბ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს (აბონენტებს) დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 5 ლარისა; გ) პროგრამით გათვალისწინებული დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ოჯახების (აბონენტების) მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევის თვის მომდევნო თვეში, ქალაქ ამბროლაურის მერიასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ყოველთვიური ორმხრივად გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე; დ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახი (აბონენტი) მიმართავს შესაბამისი განცხადებით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს. |
მუხლი 16.
პროგრამის შესრულების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 17.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები |
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ქვეპროგრამისათვის ინდივიდუალურია და მოხდება მომსახურების ხარისხისა და მიღწეული შედეგების მაჩვენებლების მიხედვით. |
მუხლი 18.
პროგრამის შედეგები |
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა ქალაქ ამბროლაურში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით, დახმარება გაეწევა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარებას, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ კატეგორიის ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ყოფითი პირობები. |
მუხლი 19.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა |
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 20.
პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი |
1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, გარდა მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია. 3. გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები