დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.170.016099 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2015 - 10/04/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის და XXIX თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტი. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
|
| მუხლი 5 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206–ე მუხლით გათვალისწინებული ქონება; ბ) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; დ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი. |
| მუხლი 6 |
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
|
ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები