დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016299 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №146 დადგენილებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №146 დადგენილების. ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების პროცედურებს და აწესრიგებს ამ მიზნით გარემოდან ამოღებული მგლის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით იქმნება ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №146 დადგენილებით, ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. |
მუხლი 2.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის მიზნები |
წესის მიზანია მოაწესრიგოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები. |
მუხლი 3.
მგლის რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით |
1. იმ შემთხვევაში, თუ მგელი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.
2. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. 3. თუ მგლის ამოღება ვერ განხორციელდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი პირი მიმართავს მუნიციპალიტეტს მგლის რაოდენობის რეგულების ღონისძიების განხორციელების მიზნით. 4. გარემოდან ამოღებული მგელი ნადგურდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა მგლის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე. 5. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით, იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. 6. მგლის ინდივიდების რაოდენობის რეგულირების ღონისძიება, მათი გარემოდან ამოღებით უნდა განხორციელდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. |
მუხლი 4.
მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი |
1. მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იქმნება ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მგლის ინდივიდების გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ფინანსდება საჭიროების გათვალისწინებით. |
მუხლი 5.
რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული მგლის განადგურების წესი |
1. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული მგლის განადგურება ხორციელდება - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით;
2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ადგილებში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები