„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3419-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.017704
3419-IIს
01/04/2015
ვებგვერდი, 22/04/2015
240000000.05.001.017704
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ მეწარმე სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა. ასეთი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

2. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აპრილი 2015 წ.

N3419-IIს