„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016184
13
06/04/2015
ვებგვერდი, 15/04/2015
010260000.35.139.016184
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 6 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №49 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 26/11/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016165), კერძოდ დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №2 „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“  შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მეთერთმეტე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის საჯარო მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება (ბალავრის ხარისხი)

ბ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონი;

ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის  დადგენილება №22);

ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება (ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის დადგენილება №25);

თ)  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”;

ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ”;

კ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ”.“

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების წამყვან სპეციალისტს, ამ დანართს პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება            

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  21 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება;“

3.  მე-12 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების,წამყვან სპეციალისტის ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისიწნებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  21 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება;“

4.  მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 13.  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

1. ინფრატრუქტურისა და სივრცითი მოწყობის  განყოფილების  მთავარ სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer, ArchiCAD, AutoCAD-ის ცოდნა.

ბ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება.

გ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონი;

დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ე) „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება;

ვ) „პროექტის შემთანხმებელი და  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის  24 ნოემბრის №660 ბრძანებულება;

ზ) „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილება.

2. ინფრატრუქტურისა და სივრცითი მოწყობის  განყოფილების  წამყვან  სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explore, ცოდნა.

გ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება.

დ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონი

ე) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ვ) „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება;

ზ) „პროექტის შემთანხმებელი და  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის  24 ნოემბრის №660 ბრძანებულება;

3. არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვებათ:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება"
ბ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება.

გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება
დ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
ვ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

4. არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება";
გ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება;

დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
ე) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;
ზ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

1. სამსახურის წამყვანს პეციალისტის მოხელეს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7აპრილის №9 ბრძანება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “;

გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადდგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“;

დ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №29 დადგენლება.

2. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოხელეს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №29 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე