სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-382/ო - სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-382/ო - სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-382/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-382/ო
26/03/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-382/ო - სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-382/ო

2015 წლის 26 მარტი

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეს შპს ,,კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ფილიალს (მისამართი: ქ. თელავი, კავკასიონის ქუჩა N39) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი:. შპს ,,კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის თ. ქორიძის განცხადება: N21688, 09.03.2015წ. ადგილზე შემოწმების აქტი N20, 23.03.2015წ.

სააგენტოს უფროსი                                                                      გია თვალავაძე