ს.ს. "მარგებელი" -ს განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
ს.ს. "მარგებელი" -ს განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „მარგებელი“
მიღების თარიღი 07/04/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
ს.ს. "მარგებელი" -ს განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებელი“

 

 

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „ მარგებელის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „მარგებელის (ს/კ 205283931 ) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 15 საათზე ქ. თბილისში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2015 წლის 16 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

 

 1. სს ,,მარგებელის’’ წესდებაში ცვლილებების შეტანა;

 2. სს ,,მარგებელის’’ კაპიტალის გაზრდა და აქციების ემისია;

 3. სხვადასხვა.

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

 

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ :

 

1. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს კომპანიის წესდების შეცვლის/ცვლილებების აუცილებლობაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს კომპანიის კაპიტალის გაზრდაზე და აქციების ემისიაზე.

3. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2015 წლის 14 აპრილიდან სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა.

 

 

დირექტორი                                                     . სვიმონიშვილი