დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.038.016440 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016136, 17/12/2012) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ზ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; თ) დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; ი) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; კ) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელების, მათთვის განკუთვნილი, აგრეთვე მათ მიერ გასაგზავნი წერილებისა და გზავნილების დათვალიერების და შემოწმების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი; ნ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ო) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი; პ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენა და აღრიცხვა; ჟ) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; რ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა; ს) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; ტ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა და მათი შესრულების შეფასება; უ) დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ქ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ღ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ყ) სისტემის ორგანოების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; შ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჩ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა; ც) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ძ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; წ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის წარდგენა; ჭ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; ხ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი, წინადადებების შემუშავება; ჯ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; ჰ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია, ანალიზი და ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა; ჰ1) სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირების უზრუნველყოფა, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ჰ2) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ჰ3) სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურება; ჰ4) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჰ5) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები