დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ №1 და №2 დანართში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016147 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილების ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ №1 და №2 დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილების ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ №1 დანართში (დანართი №1 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილების ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ №2 დანართში (დანართი №2 თან ერთვის). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის (ან აზღაურების ოდენობა საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის) საფუძველზე.
2. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), როგორც წესი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით ( თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ოდენობა, საკრებულოს რომელიმე წევრის(წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. 3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. 5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერეილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში - სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის(მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს- მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ. 3. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მაქსიმუმ 4 შეხვედრისათვის თვეში. 4. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება ამ მუხლისათვის შეუმცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 50 (ორმოცდაათი) ლარით. |
მუხლი 4.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის 22-25 რიცხვამდე. |
დანართი №2
|
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვის გარეშე
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები